|
Georgian Telemedicine Union
(GTU) Cancer |
![]() |
|
სიმსივნე ეს არის უჯრედების არაკონტროლირებადი ზრდა და გავრცელება, რომელმაც ორგანიზმის ნებისმიერო ორგანო შეიძლება დააზიანოს. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეებია ფილტვის, ნაწლავის და კუჭის კიბო, ქალებში - სარძევე ჯირკვლის და საშვილოსნოს ყელის კიბო. დღეისათვის საკმაო ცოდნა არის დაგროვილი კიბოს გამომწვევი მიზეზების შესახებ და ეს ცოდნა საკმარისია ავთვისებიან დაავადებათა საერთო რაოდენობის სულ მცირედ ერთი მესამედის პრევენციისათვის. მით უფრო, რომ კიბოს პრევენცია შესაძლებელია: თამბაქოსადმი თავის დანებებით, ჯანმრთელი საკვების მიღებით და კანცეროგენებთან შეხების თავიდან აცილების გზით. კიბოს ზოგიერთი, ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმები ქირურგიულ, ქიმიოთერაპიულ და რადიოთერაპიულ მკურნალობას ექვემდებარება. მკურნალობის წარმატების ალბათობა სიმსივნის დიაგნოსტირების დროზე მკაცრად არის დამოკიდებული. კერძოდ, ადრეული დიაგნოსტიკა საგრძნობლად ზრდის წარმატებული მკურნალობის ალბათობას. გამოვლინდა, რომ განვითარებად ქვეყნებში ადრეული დეტექციისა და/ან სკრინინგული პროგრამები მოსახლეობისთვის მიუწვდომელია და დაავადება, ჩვეულებრივ გვიან სტადიაზე დიაგნოსტირდება. უმრავლესობისთვის დიაგნოზი და მკურნალობა უკვე დაგვიანებულია. სავარაუდოა, რომ ადრეული დიაგნოზისა და ადექვატური მკურნალობის შემთხვევაში ავთვისებიან სიმსივნეთა ერთი მესამედი მკურნალობას დაექვემდებარება. საქართველოს ტელემედიცინის კავშირის (ასოციაციის) აქტივობები ამ სფეროში გამიზნულია პათოლოგებზე, ციტოლოგებზე, ონკოლოგებსა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სხვა თანამშრომლებზე. საქართველოს ტელემედიცინის კავშირი (ასოციაცია) სთავაზობს ონკოლოგიის დარგში მომუშავე საზოგადოებას:
საქართველოს ტელემედიცინის კავშირი (ასოციაცია) ამჟამად ახორციელებს საპილოტე პროექტს ტელეონკოლოგია.
|
Copyright © 2004 - Georgia
Telepathology - All Rights reserved (Last Edition:
2007-07-25)
Web hosting courtesy of Dr. Francisco G. La Rosa:
TelePathology
Consultants,
P.C.
& InterWebPages