|
Georgian Telemedicine Union
(GTU)
Concepts |
![]() |
|
ელექტრონული ჯანდაცვა საქართველოში მისი განვითარების სტრატეგია უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და სხვადასხვა სფეროში მათი წარმატებული და ეფექტური გამოყენების ტენდენციები აღინიშნა, რაც ათწლეულების მიზნებში, კერძოდ კი მე-18 მიზანში აისახა: "კერძო სექტორთან თანამშრომლობის პირობებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს უახლესი ტექნოლოგიების, კერძოდ კი ინფორმაციულ-კომუნიკაციური შესაძლებლობების საყოველთაო მისაწვდომობა". მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ახორციელებს სამედიცინო-სანიტარული დახმარების და ჯანდაცვის მიზნებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტენსიურად გამოყენების დანერგვას. კერძოდ, 1997 წლის დეკემბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწვეულმა საერთაშორისო საკონსულტაციო სხდომამ მოამზადა მასალა "ტელემატიკის" შესახებ (EB101/INF.DOC/9). WHA51.9 რეზოლუცია (1998 წ) განსაზღვრავდა სამედიცინო დანიშნულების ნივთების ინტერნეტით რეალიზაციას. დღეისათვის ფართოდ არის გავრცელებული და საყოველთაოდ მიღებულია ტერმინი "ელექტრონული ჯანდაცვა". ის გულისხმობს საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებას სამედიცინო მიზნებით როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად. ელექტრონული ჯანდაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. ეს იყო ერთ-ერთი იმ საკითხთაგანი, რომელიც განიხილა საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტზე ჟენევაში, შვეიცარიაში, 2003 წლის დეკემბერში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სეკრეტარიატმა შეიმუშავა ელექტრონული ჯანდაცვის სტრატეგიის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ამ სფეროში სამუშაოთა ძირითად მიმართულებებს და ასევე საკუთრივ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ღონისძიებებს ელექტრონული ჯანდაცვის სფეროში. ბოლო პერიოდში ელექტრონული ჯანდაცვის უაღრესად სწრაფი განვითარება საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების პროგრესმა განაპირობა. ჯანდაცვის ელექტრონული სისტემა შეიძლება წარმოდგენილი იყოს ციფრული პროდუქციით, სისტემებით და სამედიცინო-სანიტარული დანიშნულების მომსახურებით. ხსენებული ტექნოლოგიები უაღრესად პერსპექტიულია როგორც მცირე, ისე საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის. აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი ქვეყნებისთვის საინფორმაციო-კომუნიკაციურ ტექნოლოგიებს უკვე მოაქვს სარგებელი, რომელიც არა მხოლოდ სამედიცინო-სანიტარული მომსახურების სისტემებზე, არამედ ასევე საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, ჯანდაცვასთან დაკავშირებულ მართვაზე (მენეჯმენტზე), ფინანსებზე, განათლებაზე, სამეცნიერო კვლევებსა და ეკონომიკურ საქმიანობაზეც აისახება. 2005 წლის 7 აპრილს მსოფლიო ჯანმრთელობის 59-ე ასამბლეაზე (A58/21) მიღებული იყო ელექტრონული ჯანდაცვის განახლებული სტრატეგია (Provisional agenda item 13.17), რომლის შესაბამისად წევრ-სახელმწიფოთა მიერ შემუშავებული უნდა იყოს ნაციონალური ელექტრონული ჯანდაცვის კონცეფცია და სტრატეგია. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ჯანდაცვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის გაზრდა და სამედიცინო-სანიტარული დახმარების მისაწვდომობა ზოგადად ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით - დაშორებულ რეგიონებში. ეს უნდა იყოს სასარგებლო და ხელსაყრელი შესაძლებლობა სამედიცინო-სანიტარული მომსახურების პროვაიდერებისთვის, სპეციალისტებისთვის და საბოლოო მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის მომატებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების გზით. ელექტრონული ჯანდაცვა დადებითად უნდა აისახებოდეს სამედიცინო მომსახურების ღირებულებაზე ზედმეტი გამოკვლევების და მათი გამეორების რაოდენობათა შემცირებით და მასშტაბის ეფექტით განპირობებული ეკონომიის უზრუნველყოფის გზით. მსოფლიოში არსებობს ჯანდაცვის სფეროში დაკავებული ორგანიზაციები, რომლებიც არა მხოლოდ სარგებლობენ ინფორმციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების უპირატესობებით წევრ-სახელმწიფოებში, არამედ მნიშვნელოვანწილად ელექტრონული ჯანდაცვის განვითარებას ასტიმულირებენ. დღეისათვის სამედიცინო-სანიტარული მონაცემების გაცვლის შემაფერხებელი რაიმე ბარიერი არ არსებობს, რაც ხელსაყრელ შესაძლებლობას წარმოადგენს ოპერატიული და მრავალმხრივი ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელებისთვის. მონაცემების დამუშავების გლობალური შესაძლებლობების ტექნოლოგიების შემუშავება განაპირობებს სტანდარტიზაციას და მომსახურების ღირებულების შემცირებას. მცირე შემოსავლების მქონე ქვეყნებში აღინიშნება ტექნიკური პროფესიონალიზმის დონის ამაღლება, რაც საკუთარი საექსპერტო ცოდნის დაგროვების ხელსაყრელ შესაძლებლობას წარმოადგენს. თუმცა აღნიშნული ქვეყნების უმეტესობისთვის ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის მოსალოდნელი უპირატესობები დღემდე მატერიალურად ვერ განხორციელდა, შედეგად, ჯანდაცვის სხვადასხვა სისტემებზე ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების გავლენის ტემპები და მასშტაბები დღემდე არ განისაზღვრა. ინდივიდუალური, ხარჯ-ეფექტური მოდელების შემუშავებისთვის და კერძოდ კი ელექტრონული ჯანდაცვის სისტემების რეალიზაციისა და მდგრადობის განმსაზღვრელი ფაქტორების გასაგებად აუცილებელია შესაბამისი ანალიზური კვლევებისა და გამოცდილების მოძიება-გაცვლის ჩატარება. სამედიცინო-სანიტარულ სისტემებში ელექტრონული ჯანდაცვის წარმატებული ინტეგრაციის აუცილებელი პრიობები ითვალისწინებს ხელისუფლების მიერ შესაბამისი სტრატეგიული გეგმის საფუძველზე აღებულ ხანრგძლივვადიან ვალდებულებებს, ეროვნულ დონეზე ელექტრონული ჯანდაცვის უპირატესობების გაცნობიერებასა და ადამიანის კვალიფიციური რესურსების არსებობას. საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების მისაწვდომობის და მათი გამოყენების უთანასწორობა სხვადასხვა ქვეყნებს შორის და ასევე ერთი და იმავე ქვეყნის ფარგლებში აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა და დასარეგულირებელია ადამიანის უფლებებთან, ეთიკურ და იურიდიულ უფლებებთან ასოცირებული საკითხები, კერძოდ - უმაღლესად მისაწვდომი ჯანმრთელობის უფლება. |
Copyright © 2004-2010 - Georgia
Telepathology - All Rights reserved (Last Edition:
2011-10-13)
Web hosting courtesy of Dr. Francisco G. La Rosa:
TelePathology
Consultants,
P.C.
& InterWebPages