Georgian Telemedicine Union (GTU)

eLearning

Georgian Telemedicine Union (GTU)

 

       Home    eLearning    Telepathology    Cases    ISfTeH    Members    Contacts    Projects    Conferences    Concepts    

    

2004 წლის 1 ივნისს 5 საათზე (საქართველოს დროით) პირველი ტელეკონფერენცია ინტერნეტის საშუალებით ჩატარდა ექიმ ფრანცისკო გუილერმო ლა როსას, Telepathology Consultants ორგანიზაციის დირექტორის და კოლორადოს უნივერსიტეტის HSC, Denver, Colorado, USA პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასოცირებული პროფესორის მიერ. კონფერენცია ჩატარდა მისი ოფისიდან დენვერში, ექიმი ლა როსა იყენებდა პროგრამებს NetMeeting და PowerPoint.

ტელეკონფერენცია სათაურით "Telepathology" მიზნად ისახავდა ქართველი ექიმებისთვის ტელეპათოლოგიის თანამედროვე შესაძლებლობების წარმოდგენას. ლექციას ესწრებოდნენ პათოლოგ ანატომები (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს პათოლოგიური ანატომიის განყოფილება, კლინიკური პათოლოგიის ცენტრი), მორფოლოგები (ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი, ფსიქიატრიის ინსტიტუტი), ციტოლოგები (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია), ონკოლოგებით (ონკოლოგიის ცენტრი, სიმსივნის კონტროლის ნაციონალური ასოციაცია), ქირურგებით (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო), კარდიოლოგებით (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 1 კლინიკური საავადმყოფო, კარდიოლოგიის ინსტიტუტი), ნევროპათოლოგებით (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) და ტრანსპლანტოლოგებით (ტრანსპლანტოლოგიის ცენტრი).

.

Copyright ©  2004-2010 - Georgia Telepathology - All Rights reserved (Last Edition: 2011-10-13)
Web hosting courtesy of Dr. Francisco G. La Rosa: TelePathology Consultants, P.C. & InterWebPages