Georgian Telemedicine Union (GTU)

eLearning

Georgian Telemedicine Union (GTU)

 

       Home    eLearning    Telepathology    Cases    ISfTeH    Members    Contacts    Projects    Conferences    Concepts    

                                 

2006 წლის 17-18 ივნისს  ჩატარდა სემინარი „ტელემედიცინის დღეები დასავლეთ საქართველოში“ (ქუთაისი, საქართველო). ღონისძიება საქართველოს ტელემედიცინის კავშირის (ასოციაციის) და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ცენტრის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა ტელემედიცინის, მისი შესაძლებლობების და ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების წარმოდგენას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტელემედიცინის გამოყენებას ბიოუსაფრთხოების და ინფექციურ დაავადებათა კონტროლისთვის. ჩატარდა პირდაპირი ჩართვები დოქტორ ფრანცისკო გ. ლა როსასთან (კოლორადოს უნივერსიტეტი, ტელეპათოლოჯი კონსულტანტს, პისი, აშშ) და პროფესორ მაიკლ ნერლიხთან (რეგენსბურგის უნივერსიტეტი და ტელემედიცინისა და ელექტრონული ჯანდაცვის საერთაშორისო საზოგადოება, გერმანია). გაკეთდა მოხსენებები სამედიცინო მიზნებით კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების (ალექსანდრე მგალობლიშვილი, "მომავლის ტექნოლოგიები", თბილისი, საქართველო) და ტელემედიცინის პრაქტიკული გამოყენების (ეკატერინე კლდიაშვილი, საქართველოს ტელემედიცინის კავშირი, თბილისი, საქართველო) შესახებ. დარგის შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტური, საინტერესო და ამომწურავი პრეზენტაციის მიზნით ჩატარდა ტელემედიცინაზე და მის შესაძლებლობებზე ფოკუსირებული დასწრებული უწყვეტი სამედიცინო განათლების ორი პროგრამა:

  1. „ელექტრონული ჯანდაცვა - პერსპექტივები და შესაძლებლობები“ (10 უ.პ.გ. ქულა, ¹2005120)

  2. „თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება დაავადებათა კონტროლისთვის“ (10 უ.პ.გ. ქულა, ¹2006035)

 

 
.

 

 


Copyright ©  2004-2010 - Georgia Telepathology - All Rights reserved (Last Edition: 2011-10-13)
Web hosting courtesy of Dr. Francisco G. La Rosa: TelePathology Consultants, P.C. & InterWebPages