Georgian Telemedicine Union (GTU)

Cancer

Georgian Telemedicine Union (GTU)

                            

ტელემედიცინა ყველაზე ხშირად განიმარტება როგორც დისტანციურად განხორციელებული სამედიცინო დახმარება. დღეისათვის ტელემედიცინის შესაძლებლობები პრაქტიკულად ყველა სამედიცინო დარგშიგამოიყენება, მათ შორის რადიოლოგიაში, პათოლოგიაში, ნევროლოგიაში, ფსიქიატრიაში, დერმატოლოგიაში, კარდიოლოგიაში, ქირურგიაში და ა.შ. ტელემედიცინის ერთი მიმართულება, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, არის ტელეონკოლოგია. საქართველოს ტელემედიცინის კავშირმა (ასოციაციამ) დაიწყო საპილოტე ტელეონკოლოგიური პროგრამის განხორციელება, რაც გულისხმობს ონკოლოგიური დახმარების განხორციელებას დისტანციურად. პროგრამა შეიძლება განხორციელდეს როგორც online კონსულტაციების გზით, ისე ელექტრონული ფოსტის ან ვებ-გვერდის შესაძლებლობების გამოყენებით. ტელეონკოლოგიის განხორციელების გზით შესაძლებელია შემდეგი მიზნების მიღწევა:

  • დიაგნოსტიკა;

  • დიაგნოზის ვერიფიკაცია;

  • მკურნალობის შერჩევა.

ტელეონკოლოგიის საპილოტე პროგრამა მნიშვნელოვანი და აქტუალურია ონკოლოგიური პაციენტებისთვის. ამ გზით შესაძლებელია ერთდროულად განხორციელდეს დიაგნოზის დადასტურება და მკურნალობის შერჩევა. შედეგად, სპეციფიური მკურნალობა დაიწყება უფრო ადრე და იქნება უფრო ეფექტური.

2004 წლის 3 ივლისს ჩატარდა პირველი ონკოლოგიური კონსულტაცია ინტერნეტით. მიღებული იყო უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციები. 

  

Copyright ©  2004 - Georgia Telepathology - All Rights reserved (Last Edition: 2007-07-25)
Web hosting courtesy of Dr. Francisco G. La Rosa: TelePathology Consultants, P.C. & InterWebPages